ჟურნალისტებმა 5 ივლისთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაფიქსირებული პოზიციის გამო, საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მადლობა ტაშით გადაუხადეს. მედიის წარმომადგენლებმა ელჩს მადლობა უთხრეს იმ მხარდაჭრისთვის, რომელსაც ის მედიის მიმართ გამოხატავს.
ამასთანავე, როგორც ელჩმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს ჟურნალისტების მხარდაჭერას.
„ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს ქართველი ჟურნალისტების მხარდაჭერას. თქვენ ჩვენი იმედი ხართ!“- აღნიშნა ელჩმა.