აშშ-ის ხელისუფლება უარს იტყვის შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გამოყენებაზე 2035 წლისთვის. ხელისუფლება მათ შესყიდვას შეწყვეტს 2027 წლისთვის. როგორც Reuters-ი წერს, აღნიშნულის შესახებ ბრძანებას ხელი ჯო ბაიდენმა მოაწერა. განკარგულების თანახმად ქვეყანაში CO₂-ის გაფრქვევა ატმოსფეროში 2030 წლისთვის 65%-ით შემცირდება, ხოლო 2050 წლისთვის განულდება.
განკარგულებაში ნათქვამია, რომ ამერიკის საბიუჯეტო უწყებები – ეს არის ყველაზე დიდი მომხმარებელი და დამსაქმებელი ქვეყანაში, ამიტომ მას შეეძლება დიდი გავლენის მოხდენა საქმიანობის სხვადასხვა სფეროებზე.
ბაიდენის ახალი პოლიტიკა მხოლოდ კი არ შეამცირებს გარემოს დაბინძურებას, არამედ ხელს შეუწყობს ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარებასაც. თუმცა, ის ცალკეულ გამონაკლისებსაც უშვებს, მათ შორის ეს არის სამხედრო ავტომობილები და კოსმოსური აპარატები.
დღეისათვის, აშშ-ის ფედერალური ხელისუფლება ფლობს 657 ათას ავტომობილს და წლიურად ყიდულობს 50 ათას ახალ ავტომობილს. 2020 წელს ქვეყანამ სამთავრობო სატრანსპორტო შესყიდვებისთვის 4,2 მლრდ დოლარი გამოყო, ხოლო 730 მლნ დოლარი საწვავზე დახარჯა.