ასე ხელის აქნევით, რომ პროკურატურამ ეს ყველაფერი არასწორად გააკეთა, არასწორია. ბრალდება რომ მათ ასე პოლიტიკური მოტივით გააკეთეს, საჭიროებს დასაბუთებას – პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს შეფასებით, არასწორია, რომ ოპოზიციის ნაწილს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის დასკვნაში ეჭვი შეაქვს.
„ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების სიძლიერე არის ქვეყნის განმსაზღვრელი და ამას ვეთანხმები. მეორე ამბობს, რომ პროკურატურა მარიონეტია და რაღაცას წერს, რაც მოესურვება. არ შეიძლება, სახელმწიფო ინსტიტუტების დევალვაციის მცდელობა. არ არის სწორი, სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში პროკურატურის დასკვნაში ასე ხელაღებით შეიტანონ ეჭვი. სულ ცოტა უნდა ნახონ, რის საფუძველზე გააკეთეს ეს დასკვნა და ამის მერე იმსჯელონ, რომ ეს ყალბია. ასე ხელის აქნევით, რომ პროკურატურამ ეს ყველაფერი არასწორად გააკეთა, არასწორია. ბრალდება რომ მათ ასე პოლიტიკური მოტივით გააკეთეს, საჭიროებს დასაბუთებას“, – განაცხადა სერგეენკომ.
წყარო: pirveliradio.ge