„არ ღირს ოკუპაციის დემონიზება“ – რისთვის იბრძვის “ალტ-ინფო”

5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორი, ტელეკომპანია „ალტ-ინფო ღიად იწყებს მტკიცებას, რომ საქართველოს, რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების გარდა, სხვა არჩევანი აღარ რჩება.

არის თუ არა ამ მცირე ჯგუფის რიტორიკა სახიფათო?
რა გავლენა აქვს “ალტ-ინფოს” მის მხარდამჭერებზე, ხელისუფლებაზე და თავად ვისი გავლენის ქვეშ არიან?
თუკი აქამდე “ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს” (როგორც ისინი უწოდებენ საკუთარ თავს) ძირითადი სამიზნე ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვის გამო საქართველოს “წაბილწვაში” დადანაშაულებული ევროკავშირისა და ამერიკის ელჩები იყვნენ, ბოლო დღეებში “ალტ-ინფოს” ჯგუფი ღიად საუბრობს კრემლის პოზიციების გაზიარების საჭიროებაზე.

„ალტ-ინფოს“ წამყვანები ცდილობენ იხუმრონ საზოგადოების ნაწილის ბრალდებაზე, რომ ისინი ვლადიმირ პუტინის მეხოტბისა და მხარდამჭერის, მათი ეთერის ხშირი სტუმრის, ანტილიბერალი, ანტიგლობალისტი, ულტრანაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის სანატრელ გეგმებს ახმოვანებენ. ერთ-ერთმა ისიც თქვა – ჩემი სახლის ჩხრეკის შედეგად ჟურნალისტები დუგინისა და პუტინის „ამოღებას“ ელოდებოდნენო.

“ალტ-ინფოელებს” სახლები 16 ივლისს გაუჩხრიკეს, 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე პოლიციაში გამოკითხეს და შინ გაუშვეს. გამოძიება გრძელდება და მაუწყებლობას აგრძელებს “ალტერნატიული ინფორმაციის” წყაროც.

radiotavisupleba

მსგავსი სიახლეები