“ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში ეს უნიჭიერესი ბიჭი”

ამ დრომ­დე მძი­მეა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, ლე­ვან მა­ი­საშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც იო­ჰა­ნეს­ბურ­გის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას. იგი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

ცოტა ხნის წინ მა­ი­საშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა რაგ­ბის კავ­ში­რის გამ­გე­ო­ბის წევ­რმა ზურა ზო­ი­ძემ, სა­დაც წერს, რომ მწვრთნე­ლი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი პრო­პა­გან­დის ზე­გავ­ლე­ნამ ჩა­აგ­დო.

“რამ­დე­ნი დღეა გული მეწ­ვის და არც შე­მიძ­ლია არ დავ­წე­რო: ახლა, ამ წუ­თებ­ში, რო­დე­საც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის მწვრთნე­ლი ლე­ვან მა­ი­საშ­ვი­ლი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის იბ­რძვის სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში, მისი ეს მდგო­მა­რე­ო­ბა ჩემს პი­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­დაც მი­მაჩ­ნია, რად­გა­ნაც რაგ­ბის გამ­გე­ო­ბის წევ­რი ვარ და არ მიც­დია მისი დარ­წმუ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში.

ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი პრო­პა­გან­დის ზე­გავ­ლე­ნამ ჩა­აგ­დო ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ეს უნი­ჭი­ე­რე­სი ბიჭი, რო­მელ­საც იმე­დით უყუ­რებს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­რაგ­ბო ოჯა­ხი. მე­ი­მე­დე­ბა, რომ ლე­ვა­ნი გა­ი­მარ­ჯვებს სი­ცო­ცხლი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში და ბო­ლომ­დე აღიდ­გენს ჯან­მრთე­ლო­ბას, რომ მო­მა­ვალ­შიც გა­უ­ძღვეს ბორ­ჯღა­ლოს­ნებს დიდი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი­სა­კენ.

ღირ­და კი ამ­დე­ნი რა­მის, მათ შო­რის სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რის სას­წო­რის პი­ნა­ზე შეგ­დე­ბა?რო­დის მორ­ჩე­ბა ეს ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი “რუ­სუ­ლი რუ­ლე­ტი” ? ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი, ვინ აიხ­დის თა­ვის ქა­ლას? ერთი რამ ვიცი: – სპორ­ტის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ხალ­ხი­სათ­ვის ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო რომ ყო­ფი­ლი­ყო, ასეთ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ ჩა­ვარ­დე­ბო­დით და ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში მყო­ფი ლე­ვა­ნი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე არ იქ­ნე­ბო­და მი­ერ­თე­ბუ­ლი.

ახლა კი, მის გა­და­სარ­ჩე­ნად არ­სე­ნალ­ში მხო­ლოდ სამ­ხრე­თაფ­რი­კე­ლი ექი­მე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და მის­თვის ლოც­ვა­ღა გვაქვს დარ­ჩე­ნი­ლი P. S. თუ ეს პოს­ტი ვინ­მე ვაქ­ცი­ნი­რე­ბა­ზე მო­ჭოჭ­მა­ნე ადა­მი­ანს გა­მო­ად­გე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნად ვიგ­რძნობ თავს” – წერს ზო­ი­ძე.

 

 

ცნო­ბის­ვის, ლე­ვან მა­ი­საშ­ვილს კო­რო­ნა­ვირუ­სი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ და­უდ­გინ­და. სამ­ხრეთ აფ­რი­კას­თან თა­მა­შის შემ­დგომ გუნდში გა­მოვ­ლინ­და რამ­დე­ნი­მე კო­ვიდ­შემ­თხვე­ვა, მათ შო­რის და­ინ­ფი­ცირ­და მთა­ვა­რი მწვრთნე­ლიც.

ambebi.ge

მსგავსი სიახლეები