ანტივაქსერმა მამაკაცმა აცრის გამო ცოლი სცემა

ორგანიზაცია „საფარის“ იურისტის, ბაია პატარაიას ინფორმაციით, ანტივაქსერმა მამაკაცმა აცრის გამო ცოლი სცემა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ბაია პატარაია აღნიშნავს, რომ ქალმა ძალადობის შესახებ პოლიციაში განაცხადა და მისი მეუღლე უკვე დაკავებულია.

„კაცმა ცოლი აცრისთვის ისე სცემა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით კბილები ჩაულეწა. ქალი ისეთი შეშინებული იყო, ძლივს დავარწმუნეთ, რომ პოლიციისთვის ეთქვა“, – წერს პატარაია.

იურისტი იმედოვნებს, რომ დაკავებულ მამაკაცს გირაოთი არ გაათავისუფლებენ.

„ბოლო დროს ძალიან ცუდად იქცევიან მოსამართლეები და სულ გირაოთი ათავისუფლებენ ოჯახში და ქალზე მოძალადეებს“, – წერს ბაია პატარაია.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

 

წყარო: guria.tv

მსგავსი სიახლეები