“სამართლიანი არჩევნები” (ISFED) აცხადებს, რომ ფეისბუკმა მათი მიმართვის საფუძველზე წაშალა. ორგანიზაცია სოციალური ქსელის ადმინისტრაციას აცნობებდა, რომ ამ გვერდმა გამოყენების წესები და პოლიტიკა დაარღვია.
”სამართლიანმა არჩევნებმა” Facebook-ს მიმართა და ალტ-ინფოს მიერ მის პლატფორმაზე გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისა და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების შესახებ აცნობა…
”სამართლიანი არჩევნები” აგრძელებს სოციალურ მედიაში გავრცელებული ძალადობის წამახალისებელი გზავნილების მონიტორინგს და სოციალური მედიის პლატფორმების ინფორმირებას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ალტ-ინფო ის მედიასაშუალებაა, რომელიც მოქალაქეებს 5 ივლისს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა. ამ დღეს სიძულვილის ჯგუფებმა 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტების ნაწილი დახიანებების გამო ამ დრომდე ვერ უბრუნდება სამუშაო სივრცეს.