“ძალიან ყურადსაღები ამბავი იყო. პირდაპირ ვიტყვი, ყოჩაღ ყველას, ვინც ამაში იყო ჩვენი მხრიდან ჩართული. რამდენადაც ვიცი, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ჩართული იყო, ყოჩაღ მას და ყოჩაღ ასევე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს”, აცხადებს პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
მისი განმარტებით, საქართველოს აქვს უნიკალური პოლიტიკური და რეგიონული მდებარეობა სამხრეთ კავკასიაში და ძალიან დასანანი იყო, რომ ვერ ვიყენებდით ამ ბერკეტს, განსაკუთრებით, აზერბაიჯანის და სომხეთის კონფლიქტის დროს.
“ამ როლის გამოყენება არის ძალიან კარგი მთელი ქვეყნისთვის. არის საკითხები, სადაც უნდა ვიყოთ ყველანი სოლიდარულები და თუ საჭიროა ამაყები. ეს ის მომენტია, როდესაც უნდა ვიყოთ სოლიდარულებიც და ამაყებიც, რომ რომ საქართველოს გავლით მოხდა ორ ჩვენ მეზობელ, მეგობარ ქვეყანას შორის ტყვეების გაცვლა”, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.
წყარო: GHN