ავტომობილებში, ტაქსებსა და კატერებში მოწევაზე ჯარიმები უკვე ამოქმედდა

ტაქსებში, კატერებსა და ავტომობილებში მოწევაზე ჯარიმები უკვე ამოქმედდა.

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 30 დეკემბერს მიიღო. შედეგად, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ტაქსიში, საბაგირო ტრანსპორტსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში მოწევა აიკრძალა. ამასთან, კანონში განხორციელებული ცვლილებებით, თამბაქოს მოწევა აიკრძალა კერძო ავტომობილებშიც, არასრულწლოვნის თანდასწრებით.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ტაქსის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის 200-ლარიანი ჯარიმა ამოქმედდა. რაც შეეხება არასრლწლოვნის თანდასწრებით, ავტომობილში მოწევას, ამ შემთხვევაში პირველ ჯერზე 50 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, 1 წლის განმავლობაში განმეორებით ქმედებაზე 100 ლარი, ხოლო 1 წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და ყოველ მომდევნო ჩადენაზე 150 ლარიანი ჯარიმა დაწესდა.

BPN.GE

მსგავსი სიახლეები