ავლაბარში გოგოებმა საცვლების მაღაზია გაქურდეს

ფოტო – მთავარი არხი

მთავარი არხის ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით ავლაბარში სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა, საცვლების მაღაზია გატეხეს. ობიექტზე დილით მისულ მეპატრონეს კარი გაღებული, სამოსი დაყრილი, ხოლო მაგიდის უჯრაში არსებული პირადი ნივთები წაღებული დახვდა.

არსებული ინფორმაციით, სამმა არასრულწლოვანმა გოგომ, მაღაზიიდან თანხის წაღებაც მოახერხა. ქურდობის  ფაქტი მაღაზიის შიდა კამერებმა დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები