“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა დიხამინჯია სოციალურ ქსელში წერს:
,,ისე მაქვს ნერვები მოშლილი, სად წავიღო ეს ბრაზი, არ ვიცი.
6 წელია, დათოს გენიუს ოლიმპიადის ბავშვები დაყავს ამერიკაში, არასდროს ვიზების პრობლემა არ ყოფილა, არავის ეს ვიზა არ გაუფუჭებია. შარშან 45 ადამიანი იყო ჩამოსული, ბავშვები, მენტორები და ზოგის მშობელიც.
ამ კვირას 17 ბავშვს ჩაურტყეს უარი იგივე ოლიმპიადაზე. ორს 10000$ მოსთხოვეს გირაო. არადა, ისეთი ბავშვები არიან, დარწმუნებული ვიყავი, რომ გვასახელებდნენ და ბევრ ჯილდოს წამოიღებდნენ.
ჩამოაქვეითეს ქვეყანა რეალურად, სტრატეგიული პარტნიორობიდან მესამეხარისხოვან, საეჭვო ქვეყნად ვიქეცით.
ქოცები ამბობენ, ეგ იმის ბრალია, რომ ბევრი არალეგალი ქართველიაო. ვისი ბრალია სინამდვილეში, ხალხი 20-30-40000 დილარს რომ იხდიდა “ეკონომიკურად აღმავალი” საქართველოდან გაქცევაში? და აქ არალეგალი ყველა განვითარებადი ქვეყნიდანაა. რატომ არაა სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა ამ სიაში? ბურუნდის, ჯიბუტის და ვენესუელას გვერდით რატომ მოვხვდით?
ესენი თუ არ გავყარეთ, განვითარება კი არა, მალე 90-იანებს ჩამოვიტოვებთ უკან. წილოსნის კალიფორნიაში გაზრდილი შვილი ალაბამაში უნდა სწავლობდეს და კომაროვის მოსწავლე ერთი კვირით ოლიმპიადაზე ჩასასვლელად ვიზას ვერ უნდა იღებდეს?“







