ტიკარაძე მინისტრის პოსტს ტოვებს, მაგრამ იანვრიდან აქტიურობას აანონსებს

ეკატერინე ტიკარაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შესაძლო კონფლიქტს და ამ მიზეზით თანამდებობის დატოვებას კიდევ ერთხელ უარყოფს. „მე არაერთხელ უარვყავი კონფლიქტის არსებობა და კიდევ ერთხელ უარვყოფ“, – ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას – ტოვებს თუ არა პოსტს მთავრობის მეთაურთან კონფლიქტის გამო და ამით ხომ არ ცდილობს, პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას თავი აარიდოს.

„არასდროს ამირიდებია პასუხისმგებლობისთვის თავი, ეს გამოჩნდება იანვრიდან, როდესაც ისევ აქტიურად ვიქნები ჩართული ჯანდაცვის სფეროში. ეს არის ჩემი პროფესია და ეს არის ჩემი მიზანიც, რომ საქართველოში ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ეფექტიანი, ხარისხიანი ჯანდაცვა და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ“, – თქვა ტიკარაძემ.

„მაშინ რატომ ტოვებთ თანამდებობას, თავი ამოწურეთ მინისტრის რანგში?“, – ჰკითხა მას ჟურნალისტმა. „ასპარეზი დავუთმე უფრო მეტად ენერგიულ კანდიდატს“, – უპასუხა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა პოსტი წლის ბოლომდე უნდა დატოვოს. ეკატერინე ტიკარაძეს გადადგომის შესახებ განცხადება, ჯერჯერობით, არ დაუწერია.

BM.GE

მსგავსი სიახლეები