ახალგაზრდები ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას!
ის, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდებოდა არ არის ერთი რომელიმე ჯგუფის პრობლემა და გვეხება თითოეულ ჩვენგანს, ვინაიდან ეს აზიანებს სახელმწიფოს… კატეგორიულად დაუშვებელია ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს…..
აღნიშნული შემთხვევა პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და სამომავლო განვითარებაზე. ფაქტია, რომ მოქალაქეთა ძალადობისგან დაცვის პრევენციული ფუნქცია სახელმწიფომ, სამწუხაროდ, ვერ შეასრულა…
ხელისუფლება ვალდებულია მოახდინოს, ძალადობრივ ფაქტებზე, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.