მერე გამოდიან ამათი “გამპრავებელი” ტროლ-ბოტები და ცდილობენ ამ ყველაფრის გამართლებას

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე
გიხაროდენ!
ახალი ბიუჯეტის მიხედვითაც ისევ ერთი და იგივე სურათია — დეპუტატები და მინისტრები საკუთარ ხელფასებს ზრდიან და კომფორტულად ცხოვრობას იხანგრძლივებენ ჩვენი ხალხის ხარჯზე.
და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ისევ უპრავებს ის ყველაფრის მკადრებელი „სასტავი“ და მათი ამაზრზენი ტროლ ბოტები — მთავარია, ხელისუფლება არ შეაწუხოს ვინმემ.
2027 წლის ბიუჯეტის მიხედვით:
⚫️ საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი — 17 350 ლარი
⚫️ პრემიერ-მინისტრის ხელფასი — 17 350 ლარი
⚫️ პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი — 17 350 ლარი
⚫️ მინისტრის ხელფასი — 14 747 ლარი
⚫️ რიგითი პარლამენტის წევრის ხელფასი — 13 880 ლარი
და ხალხისთვის:
⚫️ 70 წლამდე პენსიონერის პენსია — 390 ლარი
⚫️ ომის ვეტერანის შემწეობა — 100 ლარი
⚫️ დევნილის შემწეობა — 45 ლარი
ეს არის ის „სამართლიანი“ საქართველო, რომელსაც ყოველდღე გვიხატავენ ?!
ხელისუფლებისთვის ათასობით ლარის ხელფასები, მანქანები და საწვავი ხალხის ჯიბიდან.
ხალხისთვის რამდენიმე ასეული ლარი და რჩევა, როგორ „გაუძლონ“.
და მერე გამოდიან ამათი “გამპრავებელი” ტროლ-ბოტები და ცდილობენ ამ ყველაფრის გამართლებას.
ამიტომაც ვამბობ: როცა ხელისუფლება შეიცვლება, მხოლოდ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს დღის წესრიგში, ყველამ, ვინც წლების განმავლობაში შეგნებულად აპრავებდა ამათ გაზულუქებას და ხახლის ჩაგვრას მხარს უჭერდა, ისინი ამათზე (ხელისუფაზე) ბევრად მწარედ უნდა დაისაჯონ.

წერს: გიორგი ყუფარაძე თვის ფეისბუქ გვერძე

მსგავსი სიახლეები