მარტო უპრინციპო და მედროვე კი არაა, არამედ გაუნათლებლიცაა… მართლა ვის ხელში ვართ!

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

ქოცების განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე ადრე რომ ნაცების მთავრობაში იყო და ახლა ქოცების მინისტრი გახდა, აღმოჩნდა, მარტო უპრინციპო და მედროვე კი არაა, არამედ გაუნათლებლიცაა.
განათლების მინისტრმა არ იცის, რომ მთავარ ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებს “ვეფხისტყაოსანი” ქვია და იქ “ვ” არ უნდა ჩაამატო, არ იცის და ეთერისთვის, რომ ემზადებოდა ვერ დაიმახსოვრა იონე ზოსიმეს ნაწარმოების სახელი “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” და ამბობს “იონაე ზოსიმეს წიგნიო”, არადა ეს ნაწარმოები სულ ნახევარ გვერდზე დატეული ჰიმნია.
აი, ამ ხალხის ხელშია დღეს ჩვენი განათლების სისტემა და ესენი ატარებენ მის რეფორმას.
და რა არის ეს რეფორმა? სასკოლო ფორმების დაბრუნება (ანუ დამატებითი ხარჯი მშობლებისთვის) და წიგნებზე პატრიოტული ნახატების გამოსახვა.
ამ ფსევდოპატრიოტიზმით უნდათ მოსახლეობის გულის მოგება.
მართლა ვის ხელში ვართ!

მსგავსი სიახლეები