ბელარუსის პრეზიდენდი, ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოეხმაურა, რომელმაც ბელარუს ხალხს მიმართა. ლუკანშენკო ზელენსკის ურჩევს, ბელარუს ხალხს რჩევებს ნუ აძლევს.
“დაე, მან მიმართოს უკრაინელ ხალხს და იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს ხდება უკრაინაში. არ არის საჭირო ხმამაღლა ყვირილი – ბელარუსელებო, გააკეთეთ სწორი არჩევანი. მისმინე, შენ თვითონ გაუმკლავდი შენს არჩევანს, ბელარუსის ნახევარმა უკვე გააკეთა არჩევანი”. – ამბობს ლუკაშენკო.
მისივე თქმით, უკრაინაში რუსებსა და ბელარუსებს სცემენ, ძარცვავენ და ასე კიევი მინსკს ტყვეების გათავისუფლებისკენ უბიძგებს.
“ის [ზელენკი] მიბიძგებს სპეცოპერაციისკენ, რათა ჩემი ხალხი გავათავისუფლო? მისმინე, შენ არ იცნობ ჩვენს სპეცრაზმს, გიჟებს. ნუ შეეხებით ხალხს, ისინი თქვენთან დასასვენებლად მოვიდნენ”. – მიმართავს ლუკაშენკო ზელენსკის.
ლუკაშენკო უკაინას მოუწოდებს, “გახდეს ისეთი ქვეყანა, როგორც ბელარუსია – ნეიტრალური, ბირთვული იარაღის გარეშე”.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსში რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვაზე უარს აცხადებს. მისი თქმით, უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, საიდანაც რაკეტები არ მოფრინავს უკრაინის ტერიტორიაზე.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.