კახეთში მევენახეებმა გზა გადაკეტეს – ველისციხეში ხმაურია (ვიდეო)

კახეთში პროტესტის მასშტაბი გაიზარდა – ახალსოფელის შემდეგ, ხმაურია ველისციხეშიც. მევენახეებმა ცოტა ხნის წინ ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილზე მოძრაობა პარალიზებულია.

გლეხები, რომელმაც ერთი ღამე ყურძნით დატვირთულ მანქანებში უკვე გაათენეს, ამბობენ რომ დაშლას არ აპირებენ – მოთხოვნა ერთადერთია, ღვინის ქარხნებმა ყურძენი ადეკვატურ ფასში ჩაიბარონ.

პროტესტის ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატულო ეკიპაჟი.

კახეთს უნდა მიაქციონ ყურადღება, ვითხოვთ შესაბამის ფასს. ჩვენ ისეთს არაფერს ვითხოვთ, რაც მთავრობისთვის შეუძლებელია”. – ამბობს პროტესტის მონაწილე. 

ხალხს მისცენ საშუალება, რომ ჩააბარონ ყურძენი. გამოდის ის გაბურძგნული კობახიძე და იძახის ამნდეი ჩაბარდა, იმდენი ჩაბარდაო. რა ჩაბარდა? სასაცილო კაცი ეგ, დასაჭერია”, – ამბობს გლეხი. 

პროტესტი თავდაპირველად ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში დაიწყო და მოგვიანებით ახალსოფელში გაგრძელდა. მევენახეების განცხადებით, მათ მიერ წინასწარ გაზომილი ყურძნის შაქრიანობა ქარხნებში მიღებულ მაჩვენებელს არ ემთხვევა, რის გამოც მოსავლის დაბალ ფასად ჩაბარებას სთავაზობენ. მოქმედი სახელმწიფო სქემით, 17%-მდე შაქრიანობის ყურძნის შესასყიდი ფასი კილოგრამზე 30 თეთრია. მევენახეების ნაწილი აცხადებს, რომ ეს თანხა მოსავლის მოყვანისა და აღების ხარჯებსაც ვერ ფარავს და რეგულაციის შეცვლას ითხოვს.

 

მსგავსი სიახლეები