კალაძის ენაზე რომ ვთქვა, „ზბორებზე“ გაუშვეს მდინარაძე. არადა, კაცი პოლკოვნიკიო, მაიორიო, დაეწაფა გიჟივით. მაგრამ თურმე არ ნდომებიათ. ხალხი 30 წელი მსახურობს, რომ მაიორი გახდეს, 6 თვეში კაცი გახდა გაპანღურებული გენერალი. სუს-ზე უფრო მაღალი თანამდებობა პრემიერმინისტრიც კი არ არის. 6 წლის ვადით აირჩიეს და 6 თვე ვერ გაძლო. ასეთი სამსახური როგორც შეიძლება იყოს სერიოზული?!
ლილუაშვილი რომ გაუშვეს, აღმოაჩნდა თავმოყვარეობა და თქვა, რომ სხვა თანამდებობა არ უნდა. ოხანაშვილსაც აღმოაჩნდა თავმოყვარეობა, მიხვდა, რომ „ზბორებზე“ უშვებდნენ და აღარ ჩნდება. ეს მდინარაძე იმდენად უტუხი [გურულად — უსირცხვილო] აღმოჩნდა, გააპანღურეს, მაგრამ ტელევიზორში გამოჯდა, ახალი სამსახური შეიქმნაო.
მიდის მსჯელობა, რატომ გაუშვა ბიძინამ მდინარაძეო. იმიტომ, რომ რიჟვაძეს 300 მილიონი მოსთხოვეს-მეთქი, როცა ვთქვი, ტყუის ხაბეო. კლავდნენ მერე რიჟვაძეს. სად არის ეგ გამოძიება?! მაგრამ ბიძინას ეგ კი არ აინტერესებს, მაგას აინტერესებს, სად არის 300 მილიონი! მამუკა მდინარაძე დანიშნული იყო „ამოღების სამსახურის“ უფროსად, მართლა უსაფრთხოება კი არ აინტერესებდათ. გააპანღურეს ერთი რამის გამო — არ არის ფული, არ არის მამუკა. 6 თვე მოგეცით, ზემოდან 2 თვეც დაგიმატეთ, მაგრამ ვერ ქენიო. კირცხალიას და ზარქუას დონეზე დააბრუნეს, მაგრამ არ აქვს მაგას თავმოყვარეობა.
ერთი დღე გაეჩერებინათ, შეექმნათ ეს ახალი თანამდებობა და მერე გაეშვათ მაგრამ მოაშორეთო, ბრძანა ბიძინამ და დაფეთებული სახეებით დადგნენ [ბრიფინგზე], გააქრეს უცებ.
ვინც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებთ — ძალიან მოკლეა თქვენი დრო.
მდინარაძემ გასცა პირადად ბრძანება ჩემს დაკავებაზე. მოსამართლე, რომელმაც წინასწარ პატიმრობაში გამიშვა, მისი თანამშრომლის მეუღლეა.“







