ვამბობდი, რომ „ოცნებას“ არ შესწევს ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხოს და აი შედეგი

გიორგი გახარია: „გჯერათ დამთხვევის, რომ 9 წლის შემდგომ, პირველ ოქტომბერს არჩევნებამდე 7-8 საათით ადრე აკავებენ ყოფილ პრეზიდენტს, რომლის ფუნქცია ბოლო 9 წლის განმავლობაში იყო „გამოაჩინე სააკაშვილი – მიიღე ათასობით უფრო მეტი ხმა“? მაგრამ პროცესი ვეღარ მართეს და მიიღეს რეინკარნირებული ნაცმოძრაობა
​
ვამბობდი, რომ „ოცნებას“ არ შესწევს ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხოს და აი შედეგი. იმიტომ, რომ ოცნების ძირითადი ამოცანა დღეს არის ძალაუფლების შენარჩუნება. ახლა ჩემი წვლილი რა არის – მე რომ მივხვდი, რომ „ოცნების“ რიგებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება ქვეყანაში იყო შეუძლებელი, ამიტომ გადავდექი. ამიტომ ვარ დღეს იქ, სადაც ვარ და სრულად მაქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა“ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა.

მსგავსი სიახლეები