გამოცემა მოზაიკის ინფორმაციით, გორის მე-7 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლე ცუდად გახდა. სკოლის დირექტორის განმარტებით, მოსწავლე სკოლაში საუზმის გარეშე მივიდა.
მოსწავლეების მშობლები გამოცემა “მოზაიკასთან” საუბარში ამბობენ, რომ ეს ბავშვების ცუდად გახდომის და სასწრაფოს გამოძახების პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მათივე თქმით, ხშირად, შიმშილის მიზეზი, უსახსრობაა.