გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭომ სხდომაზე მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „საქართველოსთვის“ მონაწილეობის შესახებ.
დღეს, პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პოლიტიკურ საბჭოს, შემადგენლობის ორი წევრით გაზრდა შესთავაზა. სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ კონფერენცია გაიმართება არჩევნების შემდეგ, სადაც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებად აჭარის რეგიონის წარმომადგენლების, ირაკლი მიქელაძისა და კახა ცეცხლაძის არჩევა მოხდება.
ამასთან, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ პოლიტიკური საბჭოს წევრებს მისი მოადგილეები გიორგი ხოჯევანიშვილი და ნათია მეზვრიშვილი წარუდგინა. ასევე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ბერდია სიჭინავას, პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე კახაბერ ქემოკლიძის და პარტიის ახალგაზრდული მდივნის თანამდებობაზე საბა ჯიქიძის დანიშვნის შესახებ.