16:08 / 01-06-2022
!["გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს" - საპატრიარქო ერეკლე II-ს სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის](https://cdn.ambebi.ge/media/__thumbs__/images/2022/06-01/ereklemeore-58446.webp)
საპატრიარქო ერეკლე II-ს სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური “ფეისბუქის” გვერდზე ავრცელებს.
მათი ცნობით, პანაშვიდი 4 ივნისს, სვეტიცხოველში გაიმართება.
“გაცნობებთ, რომ შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი.
გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.