ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ერთ დღეს შესაძლოა ბევრი დაფარული ფაქტი გაასაჯაროვოს, რომელიც იმ ადამიანებს დააზარალებს, ვინც არასახელისუფლო მედიის წინააღმდეგ კამპანიებს გეგმავენ. ამის შესახებ გრიგოლია ფეისბუქზე წერს:
“როგორ არ მინდა,ერთ მშვენიერ დღეს ისე ამომასხას, რომ რაც ვიცი და რასაც ჩემივე გულში ვინახავ, საჯაროდ გამოვფინო.
ბევრ რამეს ვუწევ ანგარიშს ცხოვრებაში (მეგობრობას,თუნდაც წარსულში, ურთიერთობებს და მოგონებებს) და ბევრ რამეს არ ვკადრულობ,,თუმცა,დღეს ,ქალაქში გამოკრული სისხლიანი პლაკატები რომ ვნახე,მედიის წარმომადგენლების გამოსახულებით, პირველად გავიფიქრე, რომ შემოტევები თუ გაგრძელდება ჩვენზე, ვეჭვობ,უფრო მეტის მოყოლის სურვილს გამიჩენენ ზოგიერთები(მტკიცებულებების თანდართვით) და ძალიან გაიშარებიან….
ხოდა,გაკავდით და სახეს საბოლოოდ ნურც თქვენ დაკარგავთ და ნურც მე დამაკარგინებთ!!! მუქარები არაა ჩემი სტილი და არც ეხლა ვიმუქრები. უბრალოდ, გაფრთხილებთ.. არც ჩანაწერების გასაჯაროებაა ჩემი სტილი ,მაგრამ ასე თუ გააგრძელებთ მედიაზე შეტევას, ბევრი რამის გასაჯაროების განწყობაზე დამაყენებთ და დამიჯერეთ,ყველაზე მეტად ისინი დაზარალდებით,ვინც ახლა ჩვენს წინააღმდეგ ხალხის დაგეშვაში მონაწილეობთ და კიდევ უფრო გაშარავთ კონკრეტულ ადამიანებს,ვისი დავალებითაც ამ გულისამრევ კამპანიაში ხართ ჩართულები. იმედია, კარგად გაიგეთ. კარგად ბრძანდებოდეთ!“– წერს ინგა გრიგოლია.
შაბათს დილით დედაქალაქის მასშტაბით გამოჩნდა პლაკატები წარწერით – „არა ნაცებს, არა ბოროტებას“. პლაკატებზე გამოსახულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, დავით კეზერაშვილი, გიგა მაქარაშვილი და გიორგი თაბაგარი. პლაკატზე ასევე გამოსახულია ცისარტყელა.
ამის გამო ინგა გრიგოლიამ დილით ფეისბუქით კალაძესაც მიმართა:
რაც უფრო მეტ ბოროტებას გამოასხივებთ და ამაზე ააგებთ კამპანიას,მით უარესი თქვენთვის
მოშეს ებარებოდეთ! პლაკატებიდან კუდი გამოუჩნდა.