საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას მოუწოდებს აიღონ პირადი და კოლექტიური პასუხიმგებლობა და აიცრან. პრეზიდენტის შეფასებით, ვაქცინაციის ჩატარება უკვე სამოქალაქო ვალდებულებაა და პატრიოტიზმის გამოხატულება.
აცრაზე უარის თქმა სხვებსაც უქმნის საფრთხეს და დღეს უკვე ვხედავთ, რომ ეს საფრთხე ჩვილ ბავშვებსა და ორსულ ქალებს, ანუ ჩვენი ქვეყნის მომავალს ემუქრება.
მიმაჩნია, რომ როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მაქვს განსაკუთრებული მოვალეობა დაგარწმუნოთ ყველა: ერი და ბერი, ექიმი და ექთანი, პედაგოგი და სტუდენტი, დიდი და პატარა, რომ აცრა, ცოდვა კი არა – სამოქალაქო ვალდებულება და დღევანდელ დღეს პატრიოტიზმის უდიდესი გამოხატულებაა! თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების თავისუფლებას!”- აცხადებს ზურაბიშვილი.