პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი ანა ბუჩუკური პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციისგან „კოვიდ-19“-ის მართვასა და გავლენაზე ჩატარებული კვლევის გასაჯაროებას ითხოვს.
„2020 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობამ, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაიწყო „კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვასა და გავლენის ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც გაეროს და USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა. ამ კვლევის მიზანი მათ შორის იყო სამართლებრივი ბაზის ანალიზი, თუ რა პრობლემებია საკანონმდებლო ბაზაში და რატომ არის საჭირო, რასაც დღეს განვიხილავთ, ასეთი ხელოვნური ჩარევები. ამ კვლევის ერთ-ერთი მიმართულება ასევე იყო, თუ რა გავლენა ჰქონდა პანდემიას და პანდემიის მართვას ადამიანის უფლებებზე, რა ნაწილიც ჩაატარა კოტე კვირკველიამ. ეს კვლევა უკვე დასრულებულია”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.