ფარულ მოსმენებზე სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მაქსიმალური ვადები და კონკრეტული მუხლებიდან გამომდინარე – შესაძლოა, განუსაზღვრელი დროით გაგრძელდეს. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 77-მა დეპუტატმა.

კანონპროექტით შესაძლებელი ხდება, სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და ამის შესახებ არ შეატყობინონ.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტი ოპოზიციის წარმომადგენლებმა უარყოფითად შეაფასეს. ცვლილებებს ასევე უარყოფითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და აცხადებენ, რომ „ოცნების“ კანონპროექტი აუარესებს პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს. ისინი პარლამენტს მოუწოდებენ, ცვლილებებს მხარი არ დაუჭიროს.

netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები