უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის ორად გაყოფას მოსკოვის მიერ კონტროლირებადი რეგიონის შესაქმნელად, მას შემდეგ, რაც მთელი ქვეყნის დაპყრობა ვერ შეძლო.
ახალი ამბების სააგენტო Reuters-ის ცნობით, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს „უკრაინაში შექმნას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა“.
მისივე თქმით, უკრაინა მალე დაიწყებს პარტიზანულ ომს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.