როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან, „ცესკო“–ს თავმდჯომარის თანამდებობა ვაკანტური ხდება.
ჩვენ „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრს“ მიგვაჩნია, რომ მაშინ როდესაც პოლიტიკური სპექტრი დაქსაქსულია და არ არსებობს ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო პოლიტიკური ნება, თითქმის შეუძლებელია ახალი „ცესკო“–ს თავმჯდომარის არჩევა, რისთვისაც ხმების 2/3 გახლავთ საჭირო.
ჩვენი აზრით, იმისათვის, რომ მიღწეული იქნას კონსესუსი და „ცესკო“–ს ახალი თავმჯდომარის ირგვლივ არ გაჩნდეს დამატებითი კითხვის ნიშნები მისი არჩევის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, უპირობო აუცილებლობას წარმოადგენს, როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წამომადგენლების, ისე არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური მისიების აქტიური ჩართულობა მიმდინარე პროცესებში.
ვიტოვებთ იმედს, რომ პოლიტიკური სექტორი ამ ეტაპზე მაინც იხელმძღვანელებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და წინასაარჩევნოდ არ მივიღებთ მორიგ უსასრულო პოლიტიკურ კრიზისს.
ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი საკითხი უნდა გადაწყდეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა მათი პირადი თუ პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით.