უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 44 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
- ტანკი – 1 907 ერთეული [+8]
- ჯავშანტექნიკა – 4 212 ერთეული [+17]
- საარტილერიო სისტემა – 1018 ერთეული [+2]
- MLRS – 266 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 141 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 197 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 803 ერთეული [+8]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 190 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 3 137 ერთეული [+7]
- სპეცტექნიკა – 97 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს [განახლებულ მონაცემებს აქვე მოგაწვდით].
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 19 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 267 თვითმფრინავი
- 148 ვერტმფრენი
- 1 770 უპილოტო საფრენი აპარატი
- 366 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 4 347 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 807 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 3 315 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
- 4 958 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.