უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მხრიდან ომის დაწყებიდან თვეზე მეტი გავიდა. აღნიშნულ პერიოდში კი რუს მილიარდერთა უმრავლესობის ქონება შემცირდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგზე დაყრდნობით გთავაზობთ მონაცემებს თუ როგორ შეიცვალა ტოპ-10 რუსი მილიარდერის ფინანსური მდგომარეობა ომის დაწყებიდან ერთ თვეში.
- ვლადიმერ პოტანინი, მიუხედავად ქონების დაკარგვისა, რეიტინგში დღეს 1-ელ ადგილზეა. ომის დაწყებამდე ის 26.9 მლრდ აშშ დოლარს ფლობდა. დღეს კი, 23.3 მლრდ აშშ დოლარს ფლობს.
- ვლადიმერ ლისინი – ის ყველაზე მდიდარი რუსების სიაში მე-2 ადგილზეა. თუ ომის დაწყებამდე მისი ქონება 29.6 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, ახლა – 22.2 მლრდ-ია.
- ლეონიდ მიხელსონი – რეიტინგში მე-3 პოზიციაზე და თუ ომის დაწყებამდე 27.2 მლრდ აშშ დოლარს ფლობდა, დღეს 20.6 მლრდ დოლარს ფლობს.
- ვაგიტ ალეკპეროვი – დღეს მისი ქონება18.6 მლრდ-ს შეადგენს, მაშინ, როცა ომის დაწყებამდე – 24.8 მლრდ აშშ დოლარი იყო.
- გენადი ტიმჩენკო – 22 თებერვალს ის 23.3 მლრდ აშშ დოლარს ფლობდა. დღეს კი, მისი ქონება – 17.6 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული.
- ალექსი მორდაშოვი – ომის დაწყებამდე 28.5 ლრდ აშშ დოლარს ფლობდა, დღეს კი, 17.4 მლრდ-ს.
- ანდრეი მელნიჩენკო – დღევანდელი მდგომარეობით ის 15.1 მლრდ დოლარს ფლობს, მაშინ როცა ომის დაწყებამდე მისი ქონება 27.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.
- პაველ დუროვი – ომის დაწყების მომენტისთვის 17.2 მლრდ აშშ დოლარს ფლობდა. დღეს კი, მისი ქონება 15.1 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
- ალიშერ უსმანოვი – მისი ქონება ომის დაწყებისთვის 16.8 მლრდ აშშ დოლარი იყო. დღეის მდგომარეობით კი, 13.2 მლრდ-ია.
- მიხეილ ფრიდმანი – ის „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში ომის მიმდინარეობის დროს მოხვდა. მისი ქონება 12.3 მლრდ დოლარად არის შეფასებული, მაშინ როცა დაახლოებით 2 კვირის წინ, 12.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.