მაგალითი 1: სს „თელასმა“ მომხმარებლის მრიცხველის ბოლო ჩვენება აიღო 15 ივნისს. მომხმარებელი 15 ივნისიდან – 30 ივნისის პერიოდში იმყოფებოდა ფართში (ობიექტზე, სახლში), რა დროსაც მოიხმარა 200 კილოვატ/საათი ელექტროენერგია, ხოლო 30 ივნისს ერთი თვით წავიდა ქალაქგარეთ და, შესაბამისად, ამ პერიოდში აღარ მოიხმარდა ელექტროენერგიას. ამასთანავე, მან არ ისარგებლა სს „თელასისთვის“ 30 ივნისს მრიცხველის ჩვენების ელექტრონულად მიწოდების უფლებით. ვინაიდან მომხმარებელმა 30 ივნისს არ გაუგზავნა სს „თელასს“ მრიცხველის ჩვენება ელექტრონულად, კომპანია ვალდებულია, მრიცხველის წაკითხვა თავად უზრუნველყოს დაუყოვნებლივ, შესაძლო უმოკლეს ვადაში და მიმწოდებლის მიერ სს „თელასისა“ და „თელმიკოსგან“ შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობები განსაზღვროს მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარების გამრავლებით იმ დღეების რაოდენობაზე, როდესაც ხორციელდებოდა მიწოდება შესაბამისი კომპანიების მიერ. მოცემულ მაგალითში, თუ სს „თელასის“ მიერ მრიცხველის წაკითხვა განხორციელდება 5 ივლისს, მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარება გაიანგარიშება შემდეგი წესით: 200/20=10. ვინაიდან აღნიშნული 20-დღიანი საანგარიშსწორებო პერიოდიდან მომხმარებელს 15 დღის განმავლობაში (15 ივნისი – 30 ივნისი) ემსახურებოდა სს „თელასი“, ხოლო დარჩენილი 5 დღის განმავლობაში – „თელმიკო“, სს „თელასის“ მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიის მოცულობად მიიჩნევა და ქვითარი გამოიწერება 10*15=150 კილოვატ/საათზე, ხოლო „თელმიკოს“ მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიის მოცულობად მიიჩნევა და ქვითარი გამოიწერება 10*5=50 კილოვატ/საათზე.
მაგალითი 2: სს „თელასმა“ მომხმარებლის მრიცხველის ბოლო ჩვენება აიღო 20 ივნისს. მომხმარებელი 20 ივნისიდან 2 ივლისამდე იყო ქალაქგარეთ და არ მოიხმარდა ელექტროენერგიას, შესაბამისად, 30 ივნისს არც მრიცხველის ჩვენება გაუგზავნა კომპანიას ელექტრონულად. მომხმარებელი 3 ივლისს დაბრუნდა სახლში და 6 ივლისამდე მოიხმარა 32 კილოვატ/საათი ელექტროენერგია. ვინაიდან მომხმარებელმა 30 ივნისს არ გაუგზავნა სს „თელასს“ მრიცხველის ჩვენება ელექტრონულად, კომპანია ვალდებულია, მრიცხველის წაკითხვა თავად უზრუნველყოს დაუყოვნებლივ, შესაძლო უმოკლეს ვადაში და მიმწოდებლის მიერ სს „თელასისა“ და „თელმიკოსგან“ შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობები განსაზღვროს მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარების გამრავლებით იმ დღეების რაოდენობაზე, როდესაც ხორციელდებოდა მიწოდება შესაბამისი კომპანიების მიერ. მოცემულ მაგალითში, თუ სს „თელასი“ წაიკითხავს მრიცხველს 2 ივლისს, მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარება გაიანგარიშება შემდეგი წესით: 0/12=0. შესაბამისად, სს „თელასისა“ და „თელმიკოს“ მიერ ქვითრები გამოიწერება 0 კილოვატ/საათზე. იმ შემთხვევაში თუ მოცემულ მაგალითში სს „თელასი“ მრიცხველს წაიკითხავს არა 2 ივლისს, არამედ 6 ივლისს, მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარება გაიანგარიშება შემდეგი წესით: 32/16=2 კილოვატ/საათს. ვინაიდან აღნიშნული 16-დღიანი საანგარიშსწორებო პერიოდიდან მომხმარებელს 10 დღის განმავლობაში (20 ივნისი – 30 ივნისი) ემსახურებოდა სს „თელასი“, ხოლო დარჩენილი 6 დღის განმავლობაში – „თელმიკო“, სს „თელასის“ მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიის მოცულობად მიიჩნევა და ქვითარი გამოიწერება 10*2=20 კილოვატ/საათზე, ხოლო „თელმიკოს“ მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიის მოცულობად მიიჩნევა და ქვითარი გამოიწერება 6*2=12 კილოვატ/საათზე.
მაგალითი 3: სს „თელასმა“ მომხმარებლის მრიცხველის ბოლო ჩვენება აიღო 15 ივნისს. მომხმარებელი 15 ივნისიდან – 15 ივლისამდე პერიოდში უწყვეტად იმყოფებოდა ობიექტზე და მოიხმარა 300 კილოვატ/საათი ელექტროენერგია, თუმცა არ ისარგებლა სს „თელასისთვის“ 30 ივნისს მრიცხველის ჩვენების ელექტრონულად მიწოდების უფლებით. ვინაიდან მომხმარებელმა 30 ივნისს არ გაუგზავნა სს „თელასს“ მრიცხველის ჩვენება ელექტრონულად, კომპანია ვალდებულია, მრიცხველის წაკითხვა თავად უზრუნველყოს დაუყოვნებლივ, შესაძლო უმოკლეს ვადაში და მიმწოდებლის მიერ სს „თელასისა“ და „თელმიკოსგან“ შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობები განსაზღვროს მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარების გამრავლებით იმ დღეების რაოდენობაზე, როდესაც ხორციელდებოდა მიწოდება შესაბამისი კომპანიების მიერ. – მოცემულ მაგალითში, თუ სს „თელასის“ მიერ მრიცხველის წაკითხვა განხორციელდება 15 ივლისს, მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარება გაიანგარიშება შემდეგი წესით: 300/30=10. ვინაიდან აღნიშნული 20-დღიანი საანგარიშსწორებო პერიოდიდან მომხმარებელს 15 დღის განმავლობაში (15 ივნისი – 30 ივნისი) ემსახურებოდა სს „თელასი“, ხოლო დარჩენილი 15 დღის განმავლობაში – „თელმიკო“, სს „თელასის“ მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიის მოცულობად მიიჩნევა და ქვითარი გამოიწერება 10*15=150 კილოვატ/საათზე, ხოლო „თელმიკოს“ მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიის მოცულობად მიიჩნევა და ქვითარი გამოიწერება 10*15=150 კილოვატ/საათზე.
მაგალითი 4: სს „თელასმა“ მომხმარებლის მრიცხველის ბოლო ჩვენება აიღო 10 ივნისს. მომხმარებელმა სს „თელასს“ 30 ივნისს ელექტრონულად მიაწოდა მრიცხველის ჩვენება, სადაც ჩანდა, რომ 10 ივნისიდან 30 ივნისამდე პერიოდში მან მოიხმარა 100 კილოვატ/საათი ელექტროენერგია. ვინაიდან მომხმარებელმა ისარგებლა 30 ივნისს სს „თელასისთვის“ მრიცხველის ჩვენების ელექტრონულად გაგზავნის უფლებით, მოცემულ მაგალითში ქვითარი გამოიწერება სს „თელასის“ მიერ, 100 კილოვატ/საათზე.