ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი გამოეხმაურა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და ჟურნალისტების მიერ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მოწყობილ პროტესტს, სადაც ევროკავშირის დროშებიც ჩანდა.
“რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას – დემოკრატიის, ადამიანთა უფლებისა და კანონის უზენაესობის სიმბოლოს – საქართველოს მთავრობის პრესკონფერენციაზე?
ვერც ახლა და არც მომავალში, ვერ მოხვდებით [ევროკავშირში] ჩვენი სიმბოლოების მითვისებით”. – წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.