პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური:
„ამასობაში, უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ (!) დანიშნა ადამიანები, რომლებმაც საკომიტეტო მოსმენებზე გვითხრეს, რომ:
სასამართლოში გავლენის ჯგუფები არ არსებობსო.
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები სასამართლო სისტემაზე მწვავე შეფასებებს იძლევიან იმიტომ, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში არიანო.
ამერიკის შეერთებული შტატები ჭორაობს, როდესაც საუბრობს სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების არსებობაზეო.
სასამართლო 2012 წლამდეც სრულად თავისუფალი იყოო.
2012 წლამდე სასამართლო დამოუკიდებელი იყოო.
სასამართლო სისტემაში მოსამართლეების მიმართ შერჩევითი მიდგომა არ არისო, მოსამართლის დაწინაურება გამჭვირვალედ ხდებაო.
მოსამართლეებს პრობლემები არ აქვთ სისტემაშიო, ბოლომდე თავისუფლები არიანო.
შარლ მიშელის დოკუმენტში სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე რა წერია კონკრეტულად არ გვახსოვსო.
და კიდევ ერთხელ, სასამართლოში არანაირი გავლენის ჯგუფები არ არსებობსო.“