აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა სიტყვის თავისუფლების გამოსახატად მშვიდობიანი გარემო შექმნას მოქალაქეებისთვის.
კელი დეგნანის თქმით, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურთ მათ ქვეყნის ხელმძღვანელად.
“მთავრობის პასუხისმგებლობაა, მშვიდობიანი გარემო შექმნას მოქალაქეებისთვის სიტყვის თავისუფლების გამოსახატად, მათ შორის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტური საქმიანობის გამოხატვა. სამწუხაროდ, ეს 5 ივლისს ვერ დავინახეთ.
იმედი მაქვს, მომავალში იქნება მეტი დაფასება იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ღირებულებები და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
ძალიან ვწუხვართ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს ყველას ტრაგედიაა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს, ჟურნალისტებს. ეს შოკისმომგვრელია, ძალადობა ნებისმიერი ფორმით მიუღებელია, განსაკუთრებით, როცა ეს მიზნად ისახავს მშვიდობიანად კონსტიტუციური უფლების გამოხატვის ხელისშეშლას. მნიშვნელოვანია, რომ უმცირესობის თუ უმრავლესობის უფლება დაცული იყოს.
ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ვინ სურთ მათ ქვეყნის ხელმძღვანელად. მნიშვნელოვანია ყველაფერი წარიმართოს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანია ქართველებმა მომავლის რწმენა და იმედი იგრძნონ,” – განაცხადა ელჩმა.