კანადა 2024 წლისთვის ემიგრანტების რეკორდულ რაოდენობას მიიღებს

კანადა, რომელიც სამუშაო ძალის გასაზრდელად ძირითადად ემიგრანტებს ეყრდნობა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 1.3 მილიონზე მეტი ემიგრანტის მიღებას აპირებს, რათა მხარი დაუჭიროს ეკონომიკის პოსტპანდემიურ ზრდას.

პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს მთავრობა მიზნად ისახავს დაამატოს 431,000-ზე მეტი მუდმივი მცხოვრები მიმდინარე წელს, 2023 წელს – 447,000 და 2024 წელს- 451,000.

“ემიგრაციამ ხელი შეუწყო კანადის ისეთ ქვეყნად ჩამოყალიბებას, როგორიც დღეს არის. ჩვენ ორიენტირებული ვართ ეკონომიკის აღდგენაზე და იმიგრაცია არის ამის გასაღებია”,- განაცხადა იმიგრაციის მინისტრმა, შონ ფრეიზერმა.

გასულ წელს კანადამ  405 000-ზე მეტი ემიგრანტი მიიღო, რაც ყველაზე დიდი წლიური ზრდაა ქვეყნის ისტორიაში.

ახალი გეგმის თანახმად, ახალჩამოსულთა თითქმის 60% უნარებისა და სამუშაო გამოცდილების საფუძველზე ეკონომიკურ იმიგრანტის სტატუსს მიიღებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რენდი ტანთონგ-ნაითი

მსგავსი სიახლეები