ზელენსკისთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა უკრაინელი მეზღვაურები შეიწყალა.
ინფორმაცია ტაბულას უკრაინელი მეზღვაურების ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დაუდასტურა.
შეწყალება დაკავებულების განცხადების გარეშე მოხდა, რაც, ბასილაიას შეფასებით, მოწმობს იმას, რომ უკრაინელი მეზღვაურების ტყვეობა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული.
“ისინი იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, შესაბამისად, გამოიწვია დიპლომატიური სკანდალი უკრაინასა და საქართველოს შორის, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა ეს ადამიანები. წინ ამას უძღოდა ის, რომ მხოლოდ უკრაინელებს შესთავაზეს გადადგომა, ესეთი მახინჯი მიდგომა გადაწყვეტა ჩვენმა სახელმწიფომ, მას შემდეგ, რაც უკრაინელმა მეზღვაურებმა განაცხადეს, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ და შესაწყალებელი არაფერი სჭირდათ, იძულებული გახდა საქართველოს ხელისუფლება, რომ მათი განცხადების გარეშე შეეწყალებინა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდათ ისინი”. – ამბობს ბასილაია, მთავართან სატელეფონო საუბრისას.
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი იური ბატურინი და უკრაინის მოქალაქეები იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო ჯგუფური გაკავეთის ბრალდებით 2020 წლის 28 ნოემბერს დააკავეს.