ჩამოვა ეს ამხელა ევროპელი დიპლომატი კაცი ამათი არეულის დასალაგბლად, გააკეთებს განცხადებებს (ძაან დიპლომატიურს და თან ზუსტი ქვეტექტსებით), შემდეგ ყველა მხარე თავისებურად გადათარგმნის და მისცემს თავის ინტერპრეტაციას, მერე იწყება ისევ ერთმანეთზე გადაბრალებ-გადმობრალება….
ამასაბოაში ქვეყნის ინტერესებზე და განვითარებაზე, საერთოდ არავინ ფიქრობს.
შევარდებიან პარლამენტში და დაიწყებენ სანახაობის მოწყობას ყველა სხვა პრობლემიდან ყურადღების გადასატანად.
როცა საზოგადოება დარწმუნდება, რომ ნაციც და ქოციც ერთიდაიგივეა, ძალიან გვიან იქნება. ერთი მეორეს გარეშე ვერ არსებობენ და საკმაოდ წარმატებით ავსებენ ერთმანეთს.
P.S. აბა კარგად გადათვალეთ, “ნაცებში” უფრო ბევრი ნაცია თუ “ოცნებაში”
წერს თავის facebook გვერდზე გიროგი ყუფარაძე