ბათუმში ზღვამ პირსის ნაწილი დაშალა. ეს პირსი ახალი ბულვარის ტერიტორიაზეა.
შტორმის დროს პირსის შუა ნაწილი ჩაიშალა. დაზიანებულია იქვე მდებარე რესტორნის შენობაც.
ბათუმში ბოლო ორი დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. პირსი სწორედ ტალღების დარტყმის შედეგად ჩამოიშალა.