ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, აჩუქოს საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ქართველი ხალხის დასახმარებლად. დღეს შევხვდი ეკატერინე ტიკარაძეს, რათა გვემსჯელა ლოჯისტიკურ საკითხებზე, რაც საკმაოდ კომპლექსურია“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჯადაცვის სამინისტროში, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ.
მან ხაზი გაუსვა ვაქცინაციის აუცილებლობას და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი ამ შესაძლებლბას გამოიყენებს.
„ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს საქართველომ ვაქცინა და ასევე, დავეხმაროთ ვაქცინაციის კამპანიის წარმოებაში იმისათვის, რომ მოსახლეობა აიცრას. თითოეული ჩვენგანის ვაქცინაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია. როგორც მსოფლიოს მაგალითზე ვიხილეთ, ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას, აღვადგინოთ ეკონომიკა, ბავშვები დაუბრუნდნენ სკოლებს და ხალხი – სამსახურებს. მნიშვნელოვანია მოსახლეობამ გამოიყენოს ეს შანსი და იმედი მაქვს, როგორც კი ჩამოვა ვაქცინა, ქართველები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას და აიცრებიან“, – აღნიშნა დეგნანმა.