ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს და აცხადებს, რომ პროფესიონალი, გამჭვირვალე, ეფექტიანი სასამართლო სისტემა არის ძლიერი დემოკრატიის საფუძველი.
„შეერთებული შტატები ამაყობს ოცზე მეტი წლის თანამშრომლობით საქართველოს სასამართლო სისტემასთან ამ უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტიტუტის გაძლიერების მხარდასაჭერად.
დღეს საელჩოსა და USAID-ის წევრები შეხვდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს, რათა განეხილათ ჩვენი თანამშრომლობის ისტორია, მიმდინარე და მომავალი პროგრამები. 2023 წელი იქნება მნიშვნელოვანი საქართველოს რეფორმებისთვის, მათ შორის სასამართლო სისტემაში, რათა მიიღწეს მოქალაქეებისთვის ის, რაც მათ დიდი ხანია, თქვეს, რომ სურთ: უფრო წარმატებული, უფრო უსაფრთხო, ევროპული მომავალი. აშშ-ის მისია საქართველოში მზადაა თქვენ მხარდასაჭერად, – აცხადებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში.