ამაზრზენი იყო პარტიის გადაწყვეტილება… დაყენდი რაა… ან, სულაც, დაახვიე მაქედან!

საქართველოს პარლამენტი ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია “ფეისბუქის” პირად გვერდზე 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ეხმაურება და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მწვავედ აკრიტიკებს:

“კახისთან მაგრად შეგვეშალა თბილისელებს! არახალია… სამწუხაროდ, გვემართება ხოლმე… კახიმაც აღიარა საკუთარი შეცდომები.ერთ-ერთი შეცდომა, ალბათ, არასწორი საკადრო პოლიტიკა და მისი მხრიდან უღირსთათვის გამოცხადებული ნდობა იყო. აი, მაგალითად, სოფო ხუნწარია! “მანდავუშკასავით” მიკრული კახიზე და მუზეუმების და პროექტების ფულით გაქსუებული. “მზე სხვა საქართველოში ამოვიდაო”, ბედნიერმა განაცხადა ამ უზნეომ! ჰო და, მეორე ტურში მაგ მზეს დაგიბნელებთ, შე ძროხა!

მეორე ტური სირცხვილი სულაც არაა. პირიქით, აბანოსავითაა, სადაც თეთრი და შავი არ იფარება. უფრო ამაზრზენი მართველი პარტიის და მისი “ლიდერების” ქცევები და უტვინო გადაწყვეტილებებია. დილიდან, მიკროფონს ვერ მოწყვიტეს მდინარაძე. ე, ბიჭო, ვირს პიტნა ეჯავრებოდა და ცხვირში ტენიდნენო! დაჯექი რა ჩეროში! ხომ ნახე, წინა დღეს შენი ბჟუტურით თავი მოიჭერი და მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ არც პრემიერ-მინისტრი, არც შსს მინისტრი და არც სუსი გენდობა… რას აიგივებ შენ თავს კახისთან, ერთი დღე მაინც შეიკავე თავი ქულების დაწერისგან. არა და, არც ქულების დაწერა გამოგდის და არც ეშვები მაგ საქმეს.

ამაზრზენი იყო პარტიის გადაწყვეტილება, ტაშფანდურასა და შამპანიურთან დაკავშირებით! ეს უკვე მერამდენედ გვეკაიფება კობახიძე!!!… ხან ბიგვავას აბრალებს საკუთარ “ფრაერობას” და ხან “სოციოლოგიას”. დაყენდი რაა… ან, სულაც, დაახვიე მაქედან. ხომ არ შეიძლება, მუდმივ რეჟიმში, ადამიანი საკუთარ ქაქში გვამყოფებდეს?!რა ვიცი… ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?! ჯერ იყო და გახარია “აპახავა” და მის ზუკუტურზე ინებივრა. ახლაა და, ღარიბაშვილის მოტანილ ქულებს იწერს უნამუსოდ. დიახ, ბოლნისი, დმანისი, მარნეული და ა,შ, ეგ სულ ირაკლი მიერ გატარებული პოლიტიკის (მათ შორის, საგარეო პოლიტიკის) ნაყოფია. რას ეტენები… სად ეტენები… სჯობს, შენ “ნამუშვარს” მიხედო ბათუმში!!! საკრებულოც ნაცებისაა და სამივე ოლქში ნაცმა მაჟორიტარმა გაიმარჯვა! დიახ, აი, ესაა კობახიძის პარტიის რეიტინგი! და შრომის შედეგი!… კახის კი, გამარჯვებას ვუსურვებ!

არა… ყველაფერს გავაკეთებ, რათა დადგეს ის შედეგი, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს ჩემი ქალაქის მერი!

შენ გაგიმარჯოს, კახი! ამდენ საკუთარი თავისთვის (სკამისთვის) მებრძოლების ხელში, საოცარი შედეგი დადე პირველ ტურში!თბილისი არასოდეს გახდება ბოზების, მკვლელების, ნაცების საგრიალო ქალაქი!,” – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერის არჩევნებში დედაქალაქის ყველა საარჩევნო უბანი დათვალა.

შედეგების მიხედვით, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ხმების 45.04% აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკა მელიას – 33.96%, გიორგი გახარიას კი 9.36%.

მერობის სხვა კანდიდატებს შორის კი ხმების პროცენტული განაწილება ასეთია: ანა დოლიძე – 4.59%; ანა ბიბილაშვილი – 2.53%; გიორგი ლომია – 1.47%; მიხეილ ქუმსიშვილი 0.81%; რიჩარდ ოგბუნუჯუ -0.61%; თამარ კეკენაძე -0.61%.

მსგავსი სიახლეები