Jobs.ge-მ ალტ-ინფოს ვაკანსიის განთავსებაზე უარი უთხრა

ვებგვერდმა Jobs.ge ძალადობრივ და ჰომოფობიურ ინტერნეტპლატფორმა ალტ-ინფოს ვაკანსიის განთავსებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ლევან ხუბულავამ ფეისბუქზე დაწერა. ხუბულავამ გამოაქვეყნა პასუხი, რომელიც ალტ-ინფოს მეილით გაუგზავნა:

“გაცნობებთ, რომ ჩვენ არ ვემსახურებით ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან ძალადობის პროპაგანდას უმცირესობების წინააღმდეგ და არღვევენ ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს”.

მსგავსი სიახლეები