ჩვენს შესახებ


არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის

ცენტრი“

მიმართულებები და მიზნები

1 ქვეყანაში მიმდინარე პროცესების, მათ შორის აღმასრულებელი თუ
საკანონმდებლო ორგანოების მიერ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების,
ასევე საჯარო მოხელეებისა თუ სხვა მაღალჩინოსნების ირგვლივ მიმდინარე
პროცესების შესწავლა, დაკვირვება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში,
შესაბამისი ზომების გატარება, რაც გულისხმობს საინფორმაციო ბრიფინგების
მოწყობას, მათ შორის ფაქტების გასაჯაროვებას და საჭიროების შემთხვევაში
მასალების მიწოდებას შესაბამისი ორგანოებისთვის (პროკურატურა, შსს,
სასამართლო).
2 ქვეყანაში მოქმედ სამინისტროებში, ასევე საჯარო დაწესებულებებში მუშა
პროცესების გაუმჯობესების მიზნით საჭირო რეკომენდაციებისა და წინადადებების
მომზადება. ამასთან, კანონდარღვევის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი სახის
რეაგირება. (იხ. 1 პუნქტი).
3 ორგანიზაცია აქტიურად იმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივების,
სახელმწიფო რეფორმების და სხვა ღონისძიებების მომზადება – განხორციელების
მიზნით, ასევე სხვადასხვა საგანმანათებლო და შემეცნებითი პროექტების მომზადება
განხორციელებაში.

 

  • სამინისტროებსა და თვითმმართველ ერთეულებთან დაკავშირებული რეფორმები
  • საკანონმდებლო ცვლილებები
  • ადამიანის უფლებები და თავისუფლებები
  • სოციალური თანასწორობა
  • ეროვნული და რელიგიური ღირებულებების დაცვა
  • სხვადასხვა სოციალური პროგრამები

საგანმანათებლო რეფორმები

4 ორგანიზაცია პერიოდულად ჩაატარებს სხვადასხვა სახის სოციოლოგიურ
კვლევებს, ქვეყანაში არსებულ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის
პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში. ამასთან, ორგანიზაცია იმუშავებს „ფოკუს
ჯგუფებთან“ და „სამიზნე ჯგუფებთან“, კონკრეტული საკითხის შესწავლის მიზნით.
5 ორგანიზაცია აქტიურად იმუშავებს სააარჩევნო სისტემის გაუმჯობესების
მიზნით, რაც გულისხმობს, საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული
ხარვეზების გამოვლენა-შესწავლას, შესაბამისი ანალიტიკური კვლევების ჩატარებას და რეკომენდაციების მომზადებას. ასევე, საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას
დემოკრატიული პრინციპების დაცვის მიზნით.
  • დამკვირვებლების გადამზადება (ტრეინინგი, მოდელირებული არჩევნები)
  • საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მონიტორინგი
  • საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
  • 6 საქართველოს რეგიონალური მნიშვნელობის ცენტრად ჩამოყალიბების
  • პროცესის მხარდაჭერა.
  • სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება
  • ენერგო დამოუკიდებლობა და ეკონომიკური საკითხები
  • საერთაშორისო ღონისძიებებზე ქვეყნის პოპულარიზაცია
  • მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზება
  • 7 ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები.
  • არსებული პრობლემების ანალიზი
სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიებები მოსახლეობის ინფორმირების მიზნით
8 ორგანიზაცია მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ საღად მოაზროვნე
ძალასთან, ვისთვისაც უპირველესი ინტერესი არის ქვეყნის დემოკრატიული
განვითარება და წინსვლა, ასევე ორგანიზაცია მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა
საერთაშორისო საგრანტო პროგრამებში, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც,
საგრანტო საგრანტო კონკურსი ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.
9
ორგანიზაციის პოპულარიზაციისა და საზოგადოების მასობრივად
ინფორმირების მიზნით, გამოყენებულ იქნება სოციალური ქსელები და მასობრივი
საინფორმაციო წყაროები (ტელევიზია, რადიო, პრესა, ინტერნეტ მედია და სხვა).