საქართველო გაყიდეთ და ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ?

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა სოციალუ ქსელში თეატრის მოსკოვში გამგზავრებასთან დაკავშირებით წერს:

„საქართველო გაყიდეთ! დავით გარეჯი, აბხაზეთი, გალი, სამაჩაბლო – და ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ; რატომ გპატიჟებენ რუსეთში ჩეხოვის ფესტივალზეო?“,- წერს სტურუა.

რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრი ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება. სპექტაკლის „ „თამაშის დასასრულის” დამდგელი რეჟისორია რობერტ სტურუა.

სპექტაკლში მონაწილეობენ ნანა ფაჩუაშვილი, გოგა ბარბაქაძე, დავით უფლისაშვილი და ლევან ბერიკაშვილი.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია, მოსკოველ მაყურებელს ჩვენ ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი ვაჩვენოთ. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და ვფიქრობ, მსახიობებიც არ ითამაშებენ ცუდად”, – თქვა რუსულ არხთან ინტერვიუში რობერტ სტურუამ.

კულტურის მინისტრმა კითხვას რუსთაველის თეატრის რუსეთში გასტროლების შესახებ თქვა, რომ არ არსებობს კულტურის სამინისტროში ცენზურა.

“როდესაც მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, რომ “ემანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო”. შესაბამისად, გეტყვით, რომ ე, მანდ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში. ყველა თეატრი თავად წყვეტს რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით, ეს არის შემოქმედებითი თავისუფლება”, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები