საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი:
“5 ივლისის მოვლენები იყო შოკისმომგვრელი და შემაშფოთებელი, ეს იყო გარკვეულწილად კარგად ორგანიზებული პროცესი, რომელსაც ვუყურებთ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში. როგორც ვიცი გამოძიება მიმდინარეობს ამ საკითხებზე, ვიცი რომ ამისთვის დრო არის საჭირო. მნიშვნელოვანია ამ პროცესების ორგანიზატორები მიეცნენ პასუხისგებაში, უნდა მოხდეს მათი სასამართლოს წინაშე წარდგენა. აუცილებელია, ძალიან მკაფიო გზავნილი იმასთან დაკავშირებით რომ ძალადობა და ასეთი ორგანიზებული თავდასხმები ჟურნალისტებზე, სიძულვილის ენა არის მიუღებელი და ნებისმიერ ასეთ ქმედებას ექნება სამართლებრივი შედეგი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც ქვეყანა შედის წინასაარჩევნო პერიოდში.
ვისაც მართლა სჯერა დემოკრატიის, იგებს იმ ცენტრალურ როლს, რასაც მედია თავისუფლება თამაშობს ჯანსაღი დემოკრატიის სისტემაში. მრავალფეროვანი, პლურალისტური, ძლიერი მედია ნიშნავს, როგორ არის მოსახლეობა ინფორმირებული, რომ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. საჭიროა ძალიან მკაფიო გზავნილი ჟურნალისტებზე და მედიის თავისუფლებაზე თავდასხმის ორგანიზატორების მიმართ, რომ ამასთან შეგუება არ მოხდება, მიუღებელია ის, რაც კონსტიტუციურად დაცული უფლებაა საქართველოში და საჭიროა მისი დაცვა. ვიმედოვნებ, იქნება მკაფიო გზავნილები, რომ ჟურნალისტებს შეუძლიათ საქმის კეთება დაშინების, შიშის, ძალადობისა და ორგანიზებული თავდასხმების გარეშე“