2023 წელს სახელმწიფო უწყებებმა მივლინებებში 72.5 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 22.1 მლნ ლარით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის ხარჯებზე. 2022 წელს მივლინების ხარჯმა 50.4 მლნ ლარი შეადგინა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, სამინისტროებს შორის, 2023 წელს, მივლინებაში ყველაზე მეტი თანხა, თავდაცვის სამინისტრომ დახარჯა – 9.4 მლნ ლარი, მას მოსდევს იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროები.
გთავაზობთ, სამინისტროების მიერ 2023 წელს სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაციას:
- თავდაცვის სამინისტრო – 9.4 მლნ ლარი (2022 წელს 5.6 მლნ ლარი)
- იუსტიციის სამინისტრო – 8.8 მლნ ლარი (2022 წელს 5.7 მლნ ლარი)
- შინაგან საქმეთა სამინისტრო – 7.9 მლნ ლარი (2022 წელს 4.7 მლნ ლარი)
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 7.3 მლნ ლარი (2022 წელს 4.5 მლნ ლარი)
- მთავრობის ადმინისტრაცია – 5 მლნ ლარი (2022 წელს 3.5 მლნ ლარი)
- საგარეო საქმეთა სამინისტრო – 4.7 მლნ ლარი (2022 წელს 2.9 მლნ ლარი)
- განათლების, მეცნიერების სამინისტრო – 4.4. მლნ ლარი (2022 წელს 3.8 მლნ ლარი)
- კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 4.4 მლნ ლარი (2022 წელს 1.5 მლნ ლარი)
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 4.1 მლნ ლარი (2022 წელს 3.8 მლნ ლარი)
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 3.7 მლნ ლარი (2022 წელს 2.1 მლნ ლარი)
- ფინანსთა სამინისტრო – 1.9 მლნ ლარი (2022 წელს 1.5 მლნ ლარი)
- რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 544 667 ლარი (2022 წელს 285 510 ლარი)
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 62 679 ლარი (2022 წელს 57 769 ლარი)
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოს პარლამენტმა და მასთან არსებულმა ორგანიზაციებმა მივლინებებში 3.2 მლნ ლარი დახარჯეს (2022 წელს 2.7 მლნ ლარი); პრეზიდენტის ადმინისტრაციამ – 919 820 ლარი (2022 წელს 1.5 მლნ ლარი).
წყარო: https://www.bpn.ge/article/122153-725-mln-lari-ert-celicadshi-ra-daujda-biujets-mivlinebebi