გუშინ თბილისში, კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონეთის მოქალაქე, უცხოელი ტურისტი დანით დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ტურისტს დანით 4 ჭრილობა მხოლოდ იმიტომ მიაყენა, რომ მას საყურე ეკეთა. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1989 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.
უცხოელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე არც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის და არც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ერთ-ერთ პოლონურ მედიაში კი დაიწერა, რომ დაჭრილი პოლონელი საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მოინახულა.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, bm.ge ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ პოლონეთის მოქალაქე არა – ნათია თურნავამ, არამედ მისმა მოადგილემ მოინახულა.
„მარიამ ქვრივიშვილმა პირადად მოინახულა დაჭრილი ტურისტი და მისი ყურადღების ქვეშაა. ასევე, ის მუდმივ კოორდინაციაშია საქართველოში პოლონეთის ელჩთან“, – აცხადებენ სამინისტროში.
ავტორი: თელარა გელანტია
წყარო: BM.GE