ხალხით მანიპულირების 10 საშუალება

ხალხით მანიპულირების 10 საშუალება
1. ყურადღების გადატანა საზოგადოების მართვის უმთავრესი ელემენტი არის ხალხის ყურადღების გადატანა, მნიშვნელოვანი პრობლემებიდან და იმ პოლიტიკურ-ეკონომიკური გადაწყვეტილებებიდან რომლებსაც ღებულობს მმართველი კლასი, უმნიშვნელო პრობლემებზე , ყურადღების გადატანის მეთოდი ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ არ მიეცეთ საშუალება მოქალაქეებს მიიღონ აუცილებელი ცოდნა, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის,ნეირობილოგიის, თუ კიბერნეტიკის დარგში.
2. პრობლემების შექმნა და შემდგომ შეთავაზება საზოგადოებისთვის მათი გადაწყვეტის გზების. პრობლემა, „სიტუაცია“ რომელიც გათვლილი იქნება საზოგადოებაში გარკვეულ რეაქციაზე, რათა შემდგომში თავად საზოგადოება, მოითხოვოს ამ პრობლემის გადაჭრა, მაგ, ხელი შეუწყო ძალადობის გავრცელებას ქალაქებში ან მოაწყო სისხლიანი ტერაქტები იმისთვის რომ თავად მოსახლოებამ მოითხოვოს, უსაფრთხოების კანონები რომლებიც შეზღუდავს მოქალაქის თავისუფლებას. ან: გამოიწვიო ეკონომიკური კრიზისი,იმისთვის რომ აიძულო სოციალური დაცვის სისტემის გაუქმება როგორც “ბოროტების უმთავრესი წყაროს”.
3. ეტაპობრივი დანერგვა სიახლეების. იმისთვის რომ არაპოპულარული ზომები დავნერგოთ, საჭიროა ის ნელნელა დავამკვიდროთ, ყოველდღიურად, ყოველწლიურად, სწორედ ასეთი მეთოდით იქნა შემცირებული სახელმწიფოს როლი, განხორციელდა პრივატიზაცია, დამკვიდრდა არასტაბილურობა, მასობრივი უმუშევრობა, შემოღებული იქნა ხელფასი რომელიც ვერ უზრუნველყოფს ღირსეულ ცხოვრებას. ეს ყველაფერი ერთდროულად რომ მომხდარიყო რევოლუცია გარდაუვალი იქნებოდა.
4. შესრულების გადავადება. კიდევ ერთი მეთოდი, იმისთვის რომ მიაღებინო საზოგადოებას არაპოპულარული გადაწყვეტილება, ეს არის გადაწყვეტილებების წარმოჩენა, როგორც “გადაუდებელის და მტკივნეულის” და მოსახლეობიდან მიღება გარანტიის რომ გაისად დაუჭერენ მხარს . გაცილებით მარტივია წახვიდე მსხვერპლზე მომავალში ვიდრე დღეს. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ეს არ ხდება ახლა, მეორე როგორც წესი ხალხს ყოველთვის აქვს იმედი, იმის რომ “ხვალ ყველაფერი უკეთესად იქნება” და მსხვერპლი აცილებული იქნება თავიდან , ეს აძლევს საშუალებას მოქალაქეებს, მეტ დროს იმისთვის რომ შეეგუონ ცვლილებებს და მიიღონ ისინი ბრძოლის გარეშე.
5. მოპყრობა ხალხთან როგორც პატარა ბავშვებთან. ფართო მასებისთვის განკუთვნილი, პროპაგანდისტური გამოსვლების უმრავლესობაში გამოყენებულია ისეთი დასკვნები, პერსონაჟები, სიტყვები და ინტონაცია, თითქოს საუბარი მიდის გონებრივად განუვითარებელ პატარა ბავშვებზე. რაც მეტად ცდილობენ ცდილობენ მსმენელების დაბნევას მით მეტად იყენებენ ინფანტილურ სიტყვებს. რატომ??? “თუ ვინმე ცდილობს ადამიანს მიმართოს როგორც 12 წლის ბავშვს ან უფრო პატარას, არსებობს ალბათობა რომ ამ ადამიანს ასევე არ ექნება კრიტიკული დამოკიდებულება როგორც 12 წლის ბავშვს არ გააჩნია.
6. ემოციის უპირატესობა ანალიზზე ემოციაზე ზემოქმედება არის კლასიკური მაგალითი, მიმართული იმისკენ რომ დაბლოკო ადამიანის რაციონალური ანალიზის უნარი. საბოლოოდ კი ყოველგვარი მოვლენის კრიტიკული შეფასება. მეორე მხრივ, ემოციონალური ფაქტორის გამოყენება აღებს კარებს ქვეცნობიერში იმისთვის რომ იქ მოახდინო შიშების, სურვილების,ეჭვების ჩანერგვა.
7. გყავდეს ხალხი უვიცობაში უნიჭობის კულტივირებით. მიაღწიო იმას რომ ხალხმა ვერ შეეძლოს გაიგოს ის მეთოდები და ხერხები რომლებითაც ხდება მათი მართვა. ” განათლების ხარისხი რომლებიც ექნებათ საზოგადოების დაბალ ფენებს, უნდა იყოს მაქსიმალურად მწირი იმისთვის რომ გაუნათლებობა რომელიც განაპირობებს დაბალ კლასობრივკუთვნილებას ისეთი დონეზე დარჩეს რომელიც ხელს შეუშლის დაბალ ფენების მობილობას”.
8.უბიძგო მოქალაქეებს აღრფთოვანდეს უნიჭობით. ჩანერგო მოსახლეობაში აზრი რომ შეიძლება იყო უჭკუო, უხამსი და გაუზრდელი.
9. საკუთარი დანაშაულის გრძნობის გაძლიერება. აიძულო დააჯერო ადამიანს, რომ საკუთარ უბედურებებში დამნაშავე მხოლოდ თვითონაა , გამომდინარე საკუთარი უუნარობიდან რაიმე შეცვალოს სასიკთედო. შედეგად ნაცვლად იმისა რომ აჯანყდე არსებული ეკონომიკური სისტემის წინააღმდეგ, იწყება თვითდამცირება და საკუთარი თავის დადანაშაულება, რომელიც საბოლოოდ უმოქმედობაში გადაიზრდება, მოქმედების გარეშე კი არც ერთ რევოლუციაზე ფიქრი არ შეიძლება.
10. იცოდე ადამიანზე უფრო მეტი, ვიდრე მათ იციან საკუთარ თავზე. უკანასკნელ 50 წელიწადში მეცნიერების მიღწევებმა გაზარდა ნაპრალი ჩვეულებრივი ხალხის განათლებასა და ინფორმაციებს შორის რომელიც გააჩნიათ მართველ კლასებს. ბიოლოგიის, ნეირობილოგიის და ფსიქოლოგიის წყალობით “სისტემამ” მიიღო საკუთარ განკარგულებაში მოწინავე ცოდნა ფიზიოლოგის და ფსიქოლოგიის, სისტემამ შეძლო გაეგო ჩვეულებრივ ადამიანზე მეტი ვიდრე თავად ადამიანმა იცის საკუთარ თავზე, ეს სისტემას აძლევს უფრო მეტ საშუალებას მართოს ადამიანები ვიდრე თავად ისინი მართავენ საკუთარ თავს.

მსგავსი სიახლეები