საინტერესოა რატომ გჯერათ იმ სპექტაკლის რაც დადგეს და სად გაქრა თქვენი რეალური მოწოდება – ლაშა კუხიანიძე

ადამიანის ფსიქოლოგია ძალიან რთულია, მაგრამ ფსიქოლოგიაზე სწორი ზემოქმედებით ძალიან მარტივი ხდება მათი შეცდომაში შეყვანა და მართვა, თანაც ისე, რომ ამას ვერც მიხვდნენ. ალბათ ყველას გვინახავს კარგი სპექტაკლი ან ფილმი, რომლის ყურების დროსაც სხვა ყველაფერი გვავიწყდება; თითქოს მონაწილე ხარ და რეალური სამყარო აღარ არსებობს, მომენტალურად ქრება ყველაფერი რაც ამ სანახაობაში არ დომინირებს. სწორედ ეს არის რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება და რაც საზოგადოებას სჭირს. ძალიან საინტერესოა რატომ გჯერათ იმ სპექტაკლის (რეჟისორს „ყოჩაღ“) რაც დადგეს და სად გაქრა თქვენი რეალური მოწოდება, ამბიცია და სურვილი იცხოვროთ თავისუფალ, დემოკრატიულ, სამართლიან, დასავლური და ევროპული ფასეულობების მქონე სახელმწიფოში; იყოთ თავისუფალი, თანასწორი, დაცული, გქონდეთ ბედნიერება და შესაძლებლობები მიაღწიოთ მიზანს. ნამდვილად საინტერესოა და ალბათ ბევრი თქვენგანი ზემოხსენებულ მოცემულობას იზიარებს თუმცა შედეგი სახეზეა, „რეჟისორმა“ ჩვეული ოსტატობით შეცდომაში შეგიყვანათ და ჯერ კიდევ ვერ ხვდებით, უბედურება კი ისაა, რომ მსგავსი რამ ხშირად განმეორდება, განმეორდება მანამ სანამ საზოგადოება კოლექტიურად არ იმოქმედებს ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლის მიზნობრიობით.
ამასობაში კი ქვეყნის უარესობისკენ სვლა უკვე შეუქცევად პროცესად იქცა; ყველა სახის პროდუქციაზე ფასები უკვე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება; კრიმინალის დონე ყოველგვარ ნიშნულს გასცდა; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია; არჩევანის თავისუფლება შეზღუდულია; მტრობა, ღალატი, დასმენა – ეს უკვე მოდური ტენდენციაა; ამას თან ერთვის კორუფცია, ინფლაცია, არარსებული ეკონომიკაც კი ვარდნას განიცდის და ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდება სანამ „სპექტაკლის“ ყურებით გართული ხალხი არ გაიღვიძებს.
მანამდე კი ვიძახოთ თუ როგორი ცუდი იყო წინამორბედი მთავრობა, როგორ არ მოგვწონს ახლანდელი, როგორ შიმშილობს მესამე პრეზიდენტი, რას აღარ ჩადიან და მაინც როგორ უსწრებს ეკონომიკურად საქართველო მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს, დიახ საქართველო – ქვეყანა სადაც ადგილობრივი წარმოების კოვზიც კი ვერ მოიძებნება.
“სამოქალაქო განვითაარების და მონიტორინგის ცენტრი” – ს თავმჯდომარის მოადგილე: ლაშა კუხიანიძე

მსგავსი სიახლეები