ქართული ოცნება ნაც – ზონდერს უკვე მერად გვინიშნავს

არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა!
ქართულ ოცნებას,რომ სამართლიანობის აღდგენის 1% – იანი სურვილი არ აქვს ამაში დიდი ხანია დავრწმუნდით, მაგრამ ყველა ზღვარს არის გაცდენილი ის თავხედობა, რომელსაც აჭარაში ბათუმში აქვს ადგილი.

თორნიკე რიჟვაძემ რომელიც თვითონ ყოფილი ზონდერის შვილია თავისი მეჯვარე არჩილ ჩიქოვანი, ეს ის ჩიქოვანია 2011 წელს ქართული ოცნების პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ მეგის ქარდავას ფლანგიდან აქტიურად,რომ ებრძოდა ივანიშვილის მხარდამჭერებს და არა ერთ ზონდერ ბრიგადას,რომ ხელმძღვანელობდა ბიძინას ქედაში, ხულოში, შუახევში შეხვედრების ჩაშლის მიზნით,რომ უგზავნიდა სააკაშვილი.
მეგის ქარდავას დავალებების უბადლო შემსრულებელი ჩიქოვანი დღეს ბათუმის მერად მოგვევლინა.

ჩიქოვანის სახელს უკავშირდება ცნობილი გამოთქმა, ”ვინც ბიძინა ივანიშვილს მისცემს ხმას ჯიბეებს წამლით გავუვსებო”.

ერთი თავხედობა ის არის,რომ რიჟვაძემ აჭარაში წამყვანი თანამდებობები სანათესაოზე ჩამოარიგა და მეორე უკიდურესობა კი ის,რომ ზონდერებს მისცეს რეგიონის და ქალაქის მართვის სადავეები ხელში.

ირაკლი ჯანყარაშვილი

წყარო: tvalsazrisi.ge

მსგავსი სიახლეები